Thursday, May 31, 2012

ზაფხულის პირველი დღე

არ ვიცი შეამჩნიეთ თუ არა, რომ დღეს ჩვენი ქალაქის ქუჩებში ახლად გათიბული ბალახის და ცაცხვის სურნელი დგას, ამას აივნებზე გადმოყუდებული მწეველების სიგარეტის და მზეს მიფიცხებული ფილაქნის სუნი ემატება 
და მთელი დღე თბილი სიო ამ მსუბუქი სურნელებით გაბრუებს


ისმის ფანჯრის ჩარჩოების ჭრიალი გამოღებისას, სახლებიდან გამომავალი ახალი ამბების, ადამიანების და ჭურჭლის წკრიალის ერთმანეთში არეული ბგერები
ფოთლების შრიალს შერეული წყნარი საუბრები


გრძნობ შოკოლადიანი ნაყინების, მარწყვის და ალუჩის გემოს 


ლამპიონები ჩამავალი მზის მსგავსად მონარინჯისფრო-მოვარდისფროდ ანათებენ და ფოთლების მოიისფრო ჩრდილებს ტოვებენ ტროტუარებზე, 
ხედავ სკვერში ჩამომჯდარ მეგობრებს ლუდს რომ აგემოვნებენ


და იცით რას მოასწავებს ეს ყველაფერი?! 


ზაფხულს



მორჩა! მოვიდა ზაფხული თავისი ხმებით, სურნელებით, გემოებით, ფრიალა თმებით და კაბებით, სეირნობებით, ნაყინებით გამოტენილი მაღაზიებით, თავგადასავლებით, სპონტანურობებით და ჯადოსნური მოიდუმალო ღამეებით. 


და ხვალ აბსოლუტური ბედნიერებით შეპყრობილი მთელი დღე ჩემთვის ჩუმად გავიმეორებ ყველაზე ჯადოსნურ სიტყვებს :


 "დღეს პირველი ივნისია - ზაფხულის პირველი დღე"




Tuesday, May 22, 2012

Renn Mari, renn! Renn was du kannst!


  • ცხოვრება შედგება შემოთავაზებული შანსებისა და მათი გამოყენებისგან
  • შედგება პრიორიტეტებისგან და ხელისშემშლელი და მაცდუნებელი ფაქტორებისგან
  • ადამიანი მხოლობითი არსებაა და მხოლოდ საკუთარი თავის იმედი უნდა ჰქონდეს
  • მე მივალ და სიტუაციის მიხედვით ვიმოქმედებ


სიტყვა, რომელიც ეს დღეები ამოჩემებული მაქვს და ჩემთვის ვიმეორებ 
 zielstrebig, zielstrebig, zielstrebig!



Sunday, May 13, 2012

საგარეჯო და 12 მაისი, რომელიც კარგი დღეა : )

გუშინ იყო ძალიან კარგი დღე : )
საგარეჯოში ვიყავი რა? სად? როდის? წამყვანად, მუნიციპალიტეტის სკოლებს შორის ინტელექტის დღის ფარგლებში
და მოკლედ ყველაფერმა ძალიან კარგად ჩაიარა


ტურნირის მოლოდინში მყოფი დარბაზი
წავედით მე, ანუკი, თორნიკე და ნიკაჭაძე ანტონის მანქანით
რადგანაც საგარეჯო ყველაზე ახლოა თბილისთან, შესაბამისად პირველი მე გამოვცხადდი ადგილზე
სადღაც თერთმეტის წუთები იქნებოდა ალბათ : )
ჩემი საკონტაქტო პირის გამოჩენამდე მოვიარე ახლომახლო მაღაზიები, თვალი გადავავლე იქაურობას და სადღაც თერთმეტის ნახევრისთვის ამირანიც გამოჩნდა


ყველაფერი დამახვედრეს ძალიან კარგად, სპორტდარბაზში უკვე ელაგა ინვენტარი, უბრალოდ მაგიდები და სკამები გრძელი სუფრასავით იყო გაწყობილი : ) რადგანაც დრო გვქონდა, გადავალაგებინე უფრო კვადრატულად და კომპაქტურად გუნდებს რომ უკეთ ეთამაშათ.



დამხმარეებიც ძალიან მობილიზებულები იყვნენ, გამოცდილებაც ჰქონდათ მეტნაკლებად თამაშის, ასე, რომ ძალიან ადვილად ავუხსენი მათი მოვალეობები


სადღაც თორმეტის ნახევრისთვის გუნდები შემოვუშვი დარბაზში, ცოტა ავღელდი : ) უცებ ისეთი ხმაური შემოიტანეს ბავშვებმა : ) მაგრამ მხიარული ტექნიკოსის დახმარებით, რომელიც მიკროფონით უზრუნველგვყოფდა, ყველაფერი უცებ მოგვარდა
როგორც კი რამდენიმე სიტყვა წარმოვთქვი და მივმართე დარბაზს, ყველა მომენტალურად გაჩუმდა და ეგრევე საოცარი თავდაჯერებულობა ვიგრძენი და მივხვდი, რომ უკვე ყველაფერი ძალიან კარგად ჩაივლიდა : )


გოგონას, რომელსაც სურათების გადაღება ვთხოვე, სამწუხაროდ დამავიწყდა მეთქვა ჩემთვისაც გადაეღო ერთი-ორი ცალი : ) ასე, რომ ძირითადად ფონად გავდევ ტურნირის ფოტოებს : ))
და მართლაც, ბავშვები იყვნენ ძალიან კარგები, ისე გულწრფელად უხაროდათ აღებული კითხვები : )


პირველი ტურის დროს რამდენიმე გადმოძახილი გაისმა მაყურებლის მხრიდან, რის შედეგადაც მეორე ტურზე დამსწრე საზოგადოების გარეშე გავაგრძელე თამაში.


საბოლოოდ, 24 კითხვის მერე სამქულიანი სხვაობით გამოვლინდა გამარჯვებული,  ამიტომ პენალტების დანიშვნა აღარ დამჭირვებია და ჩემი თანამგზავრებიდან ყველაზე ადრე მოვრჩი ტურნირს.


შესაბამისად მხოლოდ მე მხვდა წილად ადგილობრივ ორგანიზატორებთან ერთად კახური მწვადების და ძალიან გემრიელი ქინძმარაულის დაეგმოვნება კახელებზე ხუმრობის თანხლებით : )


სადღაც ორი საათის შემდეგ მოაღწიეს ჩემებმაც და წამოვედით თბილისისკენ : )


სახლში მისული ძალიან კარგ ხასიათზე მყოფი, ოღონდ ძააალიან დაღლილი ვიყავი : ) თუმცა სოსოს თხოვნით წავედი სვაიაკზე და პირველ ლიგას წავუკითხე


დაბოლოს ღამე მოვიდა ისეთი კოკისპირული წვიმა, თანაც ჩემს ოთახში, რომ გეფიცებით - საწვიმარი მეცვა სახლში : ) (თუმცა ეგეც მხოლოდ იმიტომ, რომ ეგ მომხვდა პირველი ხელში ჩასაცმელად)


მოკლედ - 12 მაისი იყო ძალიან კარგი დღე

Wednesday, May 2, 2012

როცა ყველაზე მეტად მჭირდება წარმატებების სურვება

არეულ-დარეული ვარ
ვღელავ ძალიან
თითქოს ხომ ყველაფერი კარგადაა, იდეაში მართლა კარგადაა ყველაფერი
მაგრამ მგონია, რომ რაღაცას ვერ ვასწრებ, ან არ ვაკეთებ, ან არც კი ვიცი რომ გასაკეთებელი მაქვს : |


ყველაფერი გერმანიის ბრალია - მთელი ჩემი გონება მოცული აქვს და შეპყრობილი ვყავარ




წარმოდგენაც კი არ შემიძლია, რამე რომ შემეშალოს ან არ გამომივიდეს

ეს არის ჩემთვის ის მოვლენა, რომელიც მთელ ჩემ ცხოვრებას ძალიან მნიშვნელოვნად შეცვლის, ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი, სასიცოცხლო გარდატეხა


უკვე მაისია - 15 დან იწყება საბუთების მიღება და უნდა გავგზავნო, თითქმის ყველაფერი მზად მაქვს - გარდა ენის სერტიფიკატისა, რაც ყველაზე მეტად მაფორიაქებს


იყოს რა ყველაფერი კარგად, იყოს რა


მთავარია გერმანიაში წავიდე

თორემ მე თვითონაც კი ვერ წარმომიდგენია დეპრესიაში ჩავარდნილი მულფი სამერი


მაგისტრატურის დიპლომის დაცვა გადავიფიქრე - ვერ ვასწრებ, მთავარია გერმანიაში წავიდე
სტაჟირებას ორ კვირაში ვამთავრებ - გერმანიისთვის მჭირდება - მთავარია გერმანიაში წავიდე


იცით როგორი განწყობა მაქვს - აი "სპილო ოთახშის" კონკურსის დროს რომ მქონდა, სრული მობილიზება, ყველა უჯრედშეპყრობილი სხეული,  როცა მხოლოდ გამარჯვების ვერსია განიხილება - უბრალოდ ახლა მარტო ვარ და მხოლოდ ჩემზეა დამოკიდებული აბსოლუტურად ყველაფერი


სპილოში გავიმარჯვეთ


ახლაც უნდა გავართვა თავი ყველაფერს ძალიან კარგად - სხვა ვერსია არ განიხილება!


სული მიკანკალებს...


მთავარია გერმანიაში წავიდე


უნდა გამომივიდეს, უნდა გამომივიდეს!


მისურვეთ წარმატებები, აი ახლა საშინლად მჭირდება გულითადი კეთილი სურვილები


უნდა წავიდე! გერმანიაში უნდა წავიდე!


თორემ მოვკვდები...

11 ში რაჭაში მივდივარ ორი დღით, რა?სად?როდის? ტურნირის ჩასატარებლად და სულის მოსათქმელად.


მაისის რაჭა თვალწარმტაცია

calmly ruhig quietly silence still

Monday, April 16, 2012

მარიამ გ.გ. და ა.შ.

ჩვენი ახალი სახლი
საბედნიეროდ არსებობს ამქვეყნად რელიგიები, რომელთა წყალობითაც ჩნდება ხალხში ათასი რიტუალი და წესი
და შედეგად რელიგიებისა საბედნიეროდ არსებობს აღდგომის დღეებიც, რომლებიც მთელ ნათესაობას შეძლებისდაგვარად ერთად უყრის თავს
ყველას საკუთარი რწმენა გააჩნია ამქვეყნად, ჰოდა მე ჩემი ნათესავები მწამს
ჩემი წინაპრები, რომლებიც ცოცხლები მახსოვს და მათი დამსახურებაა ჩემი თანდაყოლილი სიმშვიდე, სიმყუდროვე და სიამაყე
ჩემი უნიკალური გენეტიკის შეგრძნება
ეს არის ჩემი სულიერება

რაც შეეხება სხვა დანაჩენს : ) რა თქმა უნდა გავიშხლართე ბალახზე და მივეფიცხე მზეს, ავედი ჩემ ნათესავებთან და ეს საღამოები გავატარე ათას თემაზე ლაპარაკში
ჩვენი ძველი სახლის
ჭერის ფრაგმენტი
შემოვიარე მთელი ახლანდელი სახლი, მოვინახულე ჩვენი ძველი და ახალი, და ეს იყო როგორც წარსული აწმყო და მომავალი
რა თქმა უნდა ვჭამე უამრავი პასკა და ტყვიავის უგემრიელესი ნაზუქი

დავბრუნდი თბილისში უფრო ჩაფიქრებული და უფრო თავდაჯერებული
სხვანაირად არც შეიძლება - ჩემმა შთამომავლებმა აუცილებლად უნდა იამაყონ ჩემით, იმიტომ, რომ წინაპრებით ამაყობა ყველაზე მაგარი რამეა ამქვეყნად


თუმცა შეიძლება უცებ მოვკვდე და დარჩება ეს ჩემი პოსტი უბრალო პოსტად მღაღადებლისა უსაზღვრო ინტერნეტსა შინა, მაგრამ დაე!.. იქნებ არც


და როგორც იქნა დადგა ჩემი ახალი წელი : )


მარიამ გიორგის ას. გიგუაშვილი

Saturday, March 31, 2012

ზემფირა და ჩემი სიყვარული

ვერ ვწერ : ) რითი დავიწყო არ ვიცი, ვზივარ, ვიხსენებ და მეღიმება
რაძალაინმაგარიიყო, რაუძალიანმაგრესი


ზემფირა იყო თბილისში და მე ვიყავი მის კონცერტზე
და საშინლად მიხარია და ვიცი რომ მერე კიდევ უფრო გამიხარდება რომ ვიყავი
იმღერა თითქმის ყველა ის სიმღერა, რომელიც მიყვარს და იმღერა ისინი, რომლებიც ყველაზე მეტად მიყვარს და ვიყავი ძალიან ბედნიერი, იმიტომ, რომ ჩემს ერთერთ საყვარელ მომღერალს ვხედავდი და ვუსმენდი ცოცხლად.


ზემფირა იყო ძალიან საყვარელი, იმღერა ძალიან ბევრი, მთელი გულით, ღიმილით, ვუყურებდი და მიკვირდა გულწრფელად - საიდან აქვს ამ ძვლებამდე დასულ გოგოს ამდენი ენერგია. და ყველაზე მეტად ის გამიკვირდა, რომ სამჯერ დაბრუნდა სცენაზე და კიდევ იმღერა და იმღერა.

ფოტო ელენესგან სახსოვრად : )
ხალხი იყო ძალიან ბევრი, განსაკუთრებით წინ და ძალიან მაგარია, როცა მაღალი ხარ : ) იმისთვის მაინც, რომ კონცერტებზე სცენა დაინახო : )


მიყვარს ზემფირა თავისი სიმღერებისთვის, თავისი ენერგიისთვის, თავისი ღიმილისთვის და ძალიან, ძალიან, ძალიან კარგი შაბათის საღამოსთვის.


მე კიდევ და კიდევ მოვუსმენ მის სიმღერებს და უფრო და უფრო სასიამოვნო გრძნობით გამახსენდება ეს ლაივი


და ეს - ჩემი ყველაზე საყვარელი სიმღერა, ჩემი სიყვარული





მთელი სხეულის უჯრედები მითრთის, თვალებს ვხუჭავ, ვუსმენ ოდნავი ღიმილით და ვიმეორებ - pmml


თბილისში - რომლის დაწყებისას კინაღამ გული გამიჩერდა

Friday, March 23, 2012

ოპტიმისტურად თავქუდმოგლეჯილი ანუ მისურვეთ ოთხყურა სამყურა

ძალიან, ძალიან სწრაფად უნდა დავწერო ახალი პოსტი
იმიტომ, რომ თავისუფალი დრო საერთოდ აღარ მაქვს


დაად-ის სტიპენდია მოვიპოვე და თავქუდმოგლეჯილი ვემზადები გერმანიისთვის, ჯერ ყველაფერი არაა გადაწყვეტილი, ჩასაბარებელი მაქვს იქაური გამოცდები და ყველაზე მთავარი გერმანულის ტესტი : | და რაც შეიძლება სწრაფად.

მთელი დღის განმავლობაში ვწერ ან ვკითხულობ გერმანულად, აქტიურად ვუსმენ დოიჩეველეს : ) და ჩემი სტატუსების და კომენტარების რაოდენობა ფბ-ზე საგრძნობლად შემცირდა


ყველანაირ შემოთავაზებებს საინტერესეო საღამოებზე თავს ვარიდებ, ვცდილობ აუცილებელი სიტუაციის გარდა არსად აღარ წავიდე გასართობად, მაგრამ - არის რამდენიმე გამონაკლისი - რა?სად?როდის? თამაშები კვირაობით და ზემფირას კონცერტი 31-ში ღამე - და მინდა მთელი ღამე ძალიან კარგად გავატარო და ჩემს გარშემო იყვნენ მეგობრები და მაგრად გავერთოთ, ბილეთები ჩემს კედელზეა მიწყობილი და იმედისმომცემად მიყურებენ : )

ძალიან, ძალიან მინდა გერმანიაში წასვლა
ძალიან, ძალიან მინდა აგვისტოს პირველი პოსტი გერმანიაში დავწერო : ) 
ძალიან მინდა, ყველაზე მეტად ამქვეყნად


და ამას ვამბობ ხმამაღლა, იმიტომ რომ სურვილები რაც შეიძლება ხმამაღლა უნდა თქვა, რომ აგიხდეს


თბილისში - რომლის დაწყებისას კინაღამ გული გამიჩერდა